ARMAZEG პროექტის შესახებ

ARMAZEG პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო რეფორმას საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტებში გლობალიზაციის გამოწვევების საპასუხოდ. პროექტის ძირითადი მიზანია ელექტრონული სწავლების შემდგომი დანერგვა. განსაკუთრებული ყურადღება  უწყვეტი განათლების მეთოდოლოგიის განვითარებას ეთმობა.       

პროექტი შემდეგი თანმიმდევრობით განხორციელდება:

  1. არსებული მდგომარეობის შეფასება
  2. ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება
  3. პროექტის მონაწილე სომხურ და ქართულ ორგანიზაციებში ელექტრონული სწავლების ცენტრების შექმნა
  4. ელექტრონული სწავლების დარგში მასწავლებელთა პროფესიული მომზადება
  5. კონკრეტული საპილოტე პროექტების მომზადება.

პროექტში ARMAZEG მონაწილეობს ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონის 12 პარტნიორი ორგანიზაცია. 4 სომხური და 3 ქართული ორგანიზაცია პროექტის განხორციელების პროცესში ეყრდნობა 3 ევროპელი პარტნიორის მხარდაჭერასა და გამოცდილებას.