ARMAZEG პროექტის ვებ-გვერდი ამოქმედდა

30 November, 2014

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამოქმედდა პროექტ  ARMAZEG-ის  ვებ-გვერდი. ვებ-გვერდის მეშვეობით ჩვენ მიზნად ვისახავთ საზოგადოების ინფორმირებას პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის შესახებ. პოტენციურ მომხმარებლებს მივაწვდით ინფორმაციას პროექტ ARMAZEG-ის სხვადასხვა ინიციატივის შესახებ. ვებ-გვერდზე ასევე განთავსებული იქნება  ინფორმაცია ელექტორნული სწავლების დანერგვისა და გამოცდილების შესახებ.

ვებ-გვერდზე განთავსებულია სიახლეების ბლოგი, რომელიც განახლდება პროექტ ARMAZEG-ის პარტნიორების მიერ. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უამრავი საინტერესო ინფორმაცია და რესურსი ელექტრონული სწავლების ინსტიტუციურ დონეზე განვითარების შესახებ.

ბლოგი განახლდება რეგულარულად. წელიწადში ორჯერ გამოვა საინფორმაციო ბიულეტენი პროექტ  ARMAZEG-ის  აქტუალური საკითხებისა და მიღწევების შესახებ.

იმედი გვაქვს, რომ ვებ-გვერდი იქნება მარტივი და ინფორმატიული.